აშშ და ფილიპინები ატარებენ ყველაზე დიდ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ერთი დღის შემდეგ, რაც ჩინეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები ტაივანის გარშემო დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფილიპინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, წვრთნები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი მათ ერთგულებას ადასტურებს.
ვაშინგტონმა წვრთნების შესახებ განცხადება გასულ თვეს გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები ფილიპინებთან იქნებოდა მათი ყველაზე მასშტაბური წვრთნები, სადაც ჩაერთვება 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის 12 000 ამერიკელი სამხედრო.
ამასთანავე, ორკვირიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში წვრთნები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმიტირებული სამიზნე ხომალდის აფეთქების მიზნით.