ხაშურში, მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის, მოზაიკას ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა და ლიანდაგს თავი დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.





