რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ანტიკორუფციული შეისწავლის, თუ ერთი ცენტიც იქნება დაფინანსებული უცხო ქვეყნიდან

ჩვენს მოქმედ გამჭვირვალობის კანონს ჰქონდა შემდეგი კრიტერიუმი - იღებ 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას დარეგისტრირდი და გახადე საჯარო შენი ფინანსები. 

მეორე არის ამერიკული მიდგომაა, რომ "გაქვს ერთი ცენტი მაინც უცხოური დაფინანსება? - შევისწავლით ატარებ თუ არა უცხო დამკვეთის ინტერესებს" და თუ ატარებ მაშინ გექნება ვალდებულება რომ დარეგისტრირდე. 

არის ორი მიდგომა - ერთი არის ავტომატური გამჭვირვალობა ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც 20%-ზე მეტ საერთაშორისო დაფინანსებას იღებს, ეს არის მოქმედი კანონი და ამას "რუსული კანონი" უწოდეს და მეორეა, ამერიკული მიდგომა, რომ ერთი ცენტიც თუ გაქვს უცხოური დაფინანსება, მაშინ საჯარო უნდა გახადო. 

ამიტომ, ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და ყოველ შემთხვევასთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები