ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური, რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ასეთია, მათ შორის, ბატონი რიში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება ქართული ოცნების მხრიდან ვერ მოხდება აშშ-თან, იმიტომ, რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ვერ იქნებიან ამავდროულად ამერიკის მეგობრები. ქართული ოცნებისგან განსხვავებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუტად აქვს დანახული, ვინ ვინ არის.
საქართველო-აშშ
ნაცვლიშვილი: აშშ-ს ესმის, რომ ირანის და ჩინეთის მეგობრები ვერ იქნებიან აშშ-ს მეგობრები
tbl.ge/74ed
დაკოპირდა

ამბობს კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი TV პირველთან.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




