რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

UK-ის შეიარაღებული ძალების მინისტრი: აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში ჯარი არ გაიგზავნება

20 მარტს, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ლუკ პოლარდმა თქვა, რომ ბრიტანეთი არ განათავსებს სამშვიდობო ჯარებს უკრაინაში, თუ მათ შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ.

პოლარდმა Times Radio-ს უთხრა, რომ პრემიერმინისტრ კეირ სტარმერის გეგმა "მსურველთა კოალიციის" შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინისა და რუსეთის შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაცვას უზრუნველყოფს, აშშ-ის ჩართულობაზეა დამოკიდებული.

როცა მას ჰკითხეს, არის თუ არა ბრიტანეთი მზად უკრაინაში ჯარების გასაგზავნად, თუკი აშშ ამ პროცესს გაემიჯნება, პოლარდმა თქვა:

"არა. პრემიერმინისტრმა ძალიან ნათლად თქვა, რომ ევროპული ქვეყნების და მსოფლიოს მასშტაბით სხვა მოკავშირეების შეკრება იმ ძალის მოსამზადებლად, რომელიც მშვიდობას დაიცავს, აშშ-ს მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე იქნება დამოკიდებული. ეს ის დიალოგია, რომელიც მან ოვალური კაბინეტში პრეზიდენტთან გამართა და ეს არის დიალოგი, რომელიც გრძელდება".


2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.  

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".  

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.  

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს. 

კომენტარები