რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პუტინთან ზარის წინ ტრამპს სტარმერმა უთხრა, რომ უკრაინა "ძლიერ პოზიციაზე" უნდა იყოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის მოსალოდნელი სატელეფონო ზარის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს, თბილისის დროით 17:00 -19:00 დროის შუალედში, შედგება.

ბრიტანეთის პრემიერმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინა უნდა იყოს "ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაზე", რათა რუსეთთან ომში "სამართლიანი და გრძელვადიანი" მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთანავე, სტარმერსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრემიერმინისტრის სპიკერმა თქვა, რომ სტარმერმა ტრამპს "შაბათს მსურველთა კოალიციის საერთაშორისო ლიდერებთან გამართული ზარის შესახებ აცნობა".

"მან გაიმეორა, რომ ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა უკრაინა ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაზე იყოს, რათა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა მოიპოვოს". - თქვა სპიკერმა.

კომენტარები