რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული მედია: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" წარუდგინა

Європейська правда-ს ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" წარუდგინა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ პოტენციური "სამშვიდობო შეთანხმების" ფარგლებში NATO-ს წევრობაზე უარის თქმას და უკრაინის ძალების ზომაზე შეზღუდვების დაწესებას არ დათანხმდება.

წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიზანი ფართომასშტაბიანი შეთანხმების საბოლოოდ ფორმულირება არ ყოფილა, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს თავისი "წითელი ხაზები" გააცნო.

"NATO-ს საკითხზეც ვიმსჯელეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ უკრაინისთვის ეს თემა დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას" – აღნიშნა წყარომ.

"უკრაინისთვის არსებობს მკაფიო წითელი ხაზები, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის ძალების ზომაზე შეზღუდვის დაწესება და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება. NATO-ს საკითხი ასევე წამოწია ანდრეი ერმაკმა - მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს" - უთხრა წყარომ Європейська правда-ს.

კომენტარები