ჩრდილოეთის ზღვა

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერზე შეჯახებისთვის სატვირთო გემის კაპიტანი დააკავეს

Stefan Sauer/picture-alliance/dpa/AP Photo

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტაკერის შეჯახების ფაქტზე სატვირთო გემის კაპიტანი დააკავეს.

ცნობისთვის, 10 მარტს  ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახნენ - BBC-ს ცნობით, ორივე გემზე ხანძარი გაჩნდა - შეჯახება აღმოსავლეთ იორკშირის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, 59 წლის გემის კაპიტანი ჰემბერსაიდის პოლიციამ დაუდევრობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, რასაც მალევე მოჰყვა გემის და ეკიპაჟის ჩხრეკაც

ამ დროისთვის, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ჯერ კიდევ ძებნაშია - მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

სამაშველო ძალებმა 36 ადამიანი შემთხვევის ადგილიდან წარმატებით გამოიყვანეს.

კომენტარები