ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახნენ. BBC-ს ცნობით, ორივე გემზე ხანძარია.
შეჯახება აღმოსავლეთ იორკშირის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო გემი და სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნეს.
Royal National Lifeboat Institution-ის ინფორმაციით, "რამდენიმე ადამიანმა შეჯახების შემდეგ გემები მიატოვა და ორივე გემზე ხანძარია".
გაერთიანებული სამეფოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, "ინციდენტი გრძელდება".
როგორც BBC წერს, ტანკერი, სავარაუდოდ, ამერიკული Stena Immaculate ტიპის ტანკერია, ხოლო სატვირთო გემი - პორტუგალიური Solong.
გამოცემის ცნობითვე, ამერიკული ტანკერი ერთ-ერთი ბერძნული პროტიდან მოიდოდა და ჰამბერის შესართავთან იყო გაჩერებული.
პორტუგალიური სატვირთო გემი კი ერთ-ერთი შოტლანდიური პორტიდან როტერდამისკენ მიემართებოდა.





