ქართული ოცნება

კალაძე: განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ Deep State დამარცხდა

ჩვენ დავიწყეთ "დიფ სთეითზე" საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა, დონალდ ტრამპს წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, თუმცა, პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები და შეძლებს თუ არა "დიფ სთეითის" დამარცხებას.

განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ "დიფ სთეითი" დამარცხდა. ეს ჩვენზეც გამოიხატება და ჩვენს თავზეც დავინახავთ.

"დიფ სთეითს" ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში. ხედავთ, წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში რამხელა თანხები იხარჯებოდა. იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი ზედმეტია. ქართული ოცნება კი გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს და ხვალინდელ დღეს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები