ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. მათ გაშალეს ბანერი წარწერით: ტირანიის წინააღმდეგ.
"სოლიდარობა სტუდენტებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს" - სკანდირებდნენ დილით პროტესტის მონაწილეები.
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
თეატრალური უნივერსიტეტის განცხადებით, რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არაა და გაფიცულ სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.