თეატრალური უნივერსიტეტი

თეატრალური: სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ გამოცემულა

თეატრალური უნივერსიტეტი გაფიცული სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არაა. სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

"ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ  საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: 

რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ  არ არის გამოცემული.

სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს,  სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 

რექტორს აქვს ერთი თვის ვადა  თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად" - ნათქვამია თეატრალურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

კომენტარები