გიორგი ჩიკვაიძე

ჩიკვაიძე: ხვალ ჩაინიშნა ჩვენი პროცესი - პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას მოითხოვს

ჩვენ უკვე მე-3 დღეა ფაქტობრივად სისტემა ჩამოვშალეთ და ვამხილეთ უკანონო ქმედებებში, დევნაში და ა.შ. ამ ყველაფრის გარდა, ჩვენ ყოველდღიურად ვამხელთ ამ რუსულ რეჟიმს, ხვალ 11:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურა შედის შუამდგომლობით გირაოს პატიმრობის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, ხვალ, სადღაც 12:00-დან 13:00 საათამდე ჩვენ დაგვაკავებენ. კი ბატონო, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ სრულიად გააზრებულად ჩავებით ამ ომში. ვნახოთ, 11 წელი იმედია არ მომიწევს ჯდომა, რამდენიმე თვეზეა საუბარი, თუ ციხეში რამე არ დაგვიშავეს, რისი ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, იქიდან გავაგრძელებთ ბრძოლას. 

ამბობს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე TV პირველთან. 

გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. ჩიკვაიძე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია.

კომენტარები