რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

RBC-Ukraine: უკრაინის სარდლობა, ამ ეტაპზე, კურსკის ოლქიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავს

Russia Defense Ministry Press Service via AP

კურსკის ოლქიდან უკრაინის სარდლობას, ამ ეტაპზე, ჯარების გაყვანის გეგმები არ აქვს - ამის შესახებ RBC-Ukraine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარეობს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა.  

გამოცემის ინფორმაციით, რუსული მხარის გეგმა სუჯა-სუმის გზის გადაჭრას ითვალისწინებს, რაც უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას გამოიწვევს.  

ამჟამად, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიგანე კურსკის რეგიონში 11 კილომეტრამდე შემცირდა. თავდაცვა და საბრძოლო მოქმედებები გართულებულია ტყიანი რელიეფისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების ფართო გამოყენების გამო.

თუმცა, წყაროების თქმით, სიტუაცია ჯერ კატასტროფული არ არის და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა ამ ეტაპზე არ მომხდარა.

უკრიანელებისთვის კურსკის ოლქში მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სუჯის ჩრდილო-დასავლეთით, სვერდლივკას მიმდებარედ, უკრაინის საზღვრისკენ წინსვლა დაიწყეს.

კომენტარები