ირანი უარყოფს, რომ მიიღო წერილი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან. ამასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პერსპექტივას გამორიცხავს მანამ, სანამ ვაშინგტონის სანქციები თეირანზე ძალაში რჩება.
"ჩვენ არ შევალთ არანაირ პირდაპირ მოლაპარაკებებში აშშ-თან, სანამ ისინი აგრძელებენ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას და იმუქრებიან" - განაცხადა მინისტრმა
დონალდ ტრამპის თქმით, მან თეირანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის აცნობა, რომ მოლაპარაკებების იმედი აქვს.
ტრამპმა ასევე ღიად მიუთითა, რომ თუ ირანი არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, სამხედრო ჩარევის საფრთხე რეალურია.
"იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან თუ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვიწევს, ეს საშინელი რამ იქნება“. - თქვა ტრამპმა