აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპი ირანის რეჟიმზე: ყველა ხამენეის დაკრძალვაზეა, მათი განადგურება 1 დარტყმით შეგვიძლია

გამოცემა Axios-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას აკვირდება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანული მხარე "შეთანხმების დადებას ითხოვს," თუმცა, მისივე თქმით, ორივე მხარემ მოლაპარაკებების ერთი კვირით შეჩერება გადაწყვიტა, სანამ ხამენეის დაკრძალვა არ დასრულდება. ამ პერიოდში კი მხარეები ერთმანეთს ცეცხლს არ გაუხსნიან.

"ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმა [და ყველა მათგანის განადგურება შეგვიძლია], მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, რადგან აღარავინ დარჩება, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შეგვეძლება." – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ასევე გაკვირვება გამოხატა ცერემონიაზე ზოგიერთი ირანელის მხრიდან ტირილის გამო. ტრამპის თქმით, მას ეგონა, რომ ხალხს ხამენეი სძულდა: "შეიძლება, ყალბი ცრემლებია." – გაიხუმრა აშშ-ს პრეზიდენტმა.

Axios-ს ტრამპმა ასევე აცნობა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას თეთრ სახლში შეხვედრის გამართვა სთხოვა, რაც, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, NATO-ს სამიტის შემდეგ გაიმართოს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. [ნეთანიაჰუმ] იცის, ვინ არის ბოსი." – უთხრა ტრამპმა Axios-ს მოკლე სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები