აშშ-ირანი

ამერიკამ ირანს საზღვაო ბლოკადა მოუხსნა, თუმცა რეგიონში რჩება

ჰორმუზის სრუტე

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტებში შესვლასა და გამოსვლაზე დაწესებული საზღვაო ბლოკადა მოხსნილია.

"დღეს, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მოხსნეს ბლოკადა ყველა სახის საზღვაო მიმოსვლაზე, ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შესვლა-გამოსვლაზე. ამერიკული ძალები ხელს არ უშლიან გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ/პორტებიდან არაბეთის ყურესა და ომანის ყურეში. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ღონისძიება შეწყდა. ჩვენი დიდებული სამხედრო ხომალდები დარჩებიან რეგიონში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და მისი სრული ძალისა და მოქმედების შენარჩუნება", - წერს ამერიკის ცენტრალური სარდლობა.

ტრამპმა განკარგულება გამოსცა მშვიდობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც მისივე პარტიაში კრიტიკის საგანია. 

კომენტარები