აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამორიცხავს, რომ ირანს, გამდიდრებული ურანის გადაცემის სანაცვლოდ, სანქციები შეუმსუბუქოს. ამის შესახებ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი თავიანთ მაღალგამდიდრებულ ურანს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ არ დათმობენ. არა, არა, საერთოდ არა" - თქვა ტრამპმა, როდესაც ამ საკითხზე ჰკითხეს.
თეთრმა სახლმა მანამდე უარყო ირანული მედიისა და ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ირანის შეთანხმების პროექტი რეგიონიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანასა და ირანული პორტების ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებდა.




