კომპანია ბლექ სი პეტროლიუმის (BSP) განცხადებით, 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავლენ.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მათ მეირ წარმოებულ პროდუქციას "გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს".
კომპანიის სტრატეგიული გეგმის თანახად, მათი მზანი მომავალ წელს შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის საგზაო ბიტუმის წარმოებაა. ასევე 2027 წლის მეორე კვარტლისთვის იმედოვნებენ, რომ საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბლექ სი პეტროლიუმი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.
წარმოება
2026 წლის პირველი ნახევრისთვის ბლექ სი პეტროლიუმმა უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
სტრატეგიული პარტნიორობა
საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.
საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია
- 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.
- 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.
ნედლეულის დივერსიფიკაცია
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული ბლექ სი პეტროლიუმის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.
ბლექ სი პეტროლიუმი აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბლექ სი პეტროლიუმის პროექტი ყულევში ხორციელდება.




