რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: რუსული საფრთხე უკრაინის მიღმაც რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებსაც ეხება

უკრაინაში ომი 3 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს და პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ და რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან უკრაინელი ხალხი მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, საფრთხის წინაშე ჩვენი უსაფრთხოებაცაა. თუ ქვეყნის მხრიდან ევროპაში მის მეზობელზე თავდასხმა დაუსჯელად ჩაივლის, დარწმუნებული ვერავინ ვეღარაფერში იქნება. "ძლიერი მართალს ნიშნავს" კანონი გახდება.

მშვიდობა გარანტირებული ვეღარ იქნება ჩვენს კონტინენტზე. ისტორიამ ეს გაკვეთილი გვასწავლა. რუსული საფრთხე უკრაინის მიღმაც რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები