დიდთოვლობა დასავლეთ საქაართველოში

კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, შესაბამისი გადაწყვეტილება ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

"კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება". - ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდებათ შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის სოფელებში არის მსხვერპლიც.

კომენტარები