საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გურიაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება. ამასთან, უწყების ცნობითვე, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს.
"გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ" - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში





