რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც ღირსების, დამოუკიდებლობისა და შვილებისთვის იბრძვის

ჩვენ ყველამ ვიცით სიტუაციის შესახებ. არსებობს აგრესორი, რომელიც რუსეთია და არსებობს მსხვერპლი, რომელიც უკრაინაა. 

ჩვენ ყველა მართლები ვიყავით, დავხმარებოდით უკრაინას და დაგვესანქცირებინა რუსეთი 3 წლის წინ და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. როდესაც მე ვამბობ "ჩვენ", ვგულისხმობ აშშ-ს, ევროპას, კანადას, იაპონიას და ბევრ სხვას. 

ჩვენ ყველანი მადლიერები უნდა ვიყოთ მათ მიმართ, ვინც [უკრაინას] დაეხმარა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდან იბრძვის, რადგან ისინი თავიანთი ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, შვილებისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. 

მარტივი საკითხებია, თუმცა უმჯობესია, ასეთ დროს გვახსოვდეს. 

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა. 

კომენტარები