დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ხაზარაძე: დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი, სისტემა პარალიზებულია!

დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს. გვყავს მსხვერპლი!

ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან!

დღეს რა ხდება?! - სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!

დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ!

ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი რუსული ხელისუფლება!

წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში სტიქიურად მოვლენილმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკული პირობები შეუქმნა

კრიტიკული ვითარებაა გურიის რეგიონში - ამ დრომდე გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სრულად შეზღუდულია, როგორც საფეხმავლო, ასევე სამარშრუტო გადაადგილება და მოსახლეობის უმეტესობას, არ მიეწოდება ელექტროენერგია

კომენტარები