დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

უამინდობის გამო, რკინიგზა რეისებს აუქმებს

დიდთოვლობის გამო გაჩერებული ბათუმი-თბილისის მატარებელი, 23 თებერვალი
კადრი ვიდეოდან/ბათუმელები

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უამინდობის გამო რამდენიმე რეისს აუქმებენ.

კერძოდ უქმდება: 

  • 25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი;
  • 25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური;
  • 26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი;
  • 26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი;
  • 26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
  • 26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი;
  • 26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი;

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, არ მიეწოდებათ შუქი და წყალი. დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის ერთ-ერთ სოფელში სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა.

კომენტარები