საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.
რკინიგზის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგბ რეისებს:
- 24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
- 24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
- 24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი
"შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც" - წერია განცხადებაში.
რკინიგზის ცნობითვე, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ





