ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეჩერებულია.
"რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთი დღით შეჩერდება და 26 თებერვლიდან განახლდება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმელების ცნობით, 24 თებერვალს თოვლის სიმაღლე ბათუმის ტერიტორიაზე ნახევარ მეტრს აღემატება
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი. მუნიციპალიტეტის ყველა უწყება ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებაში" - წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.





