ფოთის მერიის ინფორმაციით, გურიაში უამინდობის გამო 24 თებერვალს სასწალო პროცესი შეჩერდება სკოლებში, ხოლო 24 და 25 თებერვალს სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება საბავშვო ბაღებში.
"ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. ასევე, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც" - წერია განცხადებაში.
ფოთის მერიის ცნობით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.





