საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად თელავში მის პენსიონერ მშობლებთან პოლიციის 2 ეკიპაჟი მივიდა.
სიმონიშვილი ხაზს უსვამს, რომ პოლიციამ თბილისში მისი ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
ამის შესახებ სიმონიშვილი Facebook-ზე წერს.
"პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემს პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში ჩემი 5000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად, არადა კარგად იციან ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში.
18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის "აღნიშვნა" არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა.
არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას". - წერს სიმონიშვილი.





