ავარია

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები