21 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ორი Искандер-М/KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 169 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 87 დრონის განადგურება მოახერხა, 70-მა კი მიზანს ვერ მიაღწია.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა Искандер-М/KN-23 ტიპის რაკეტები ყიტიმის ტერიტორიიდან ოდესის მიმართულებით გაუშვეს. დრონები რუსეთმა გაუშვა ოროლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან და შატალოვოდან.
"მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, კიევის, პოლტავას და ხარკოვის ოლქები" – აღნიშნულია საჰაერო ძალების განცხადებაში.
დადასტურებულია 87 ერთეული Shahed ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატისა და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, მიკოლაივის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.





