რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები

რუსული იერიშის შედეგები ოდესაში, 2025 წლის 19 თებერვალი
Telegram

19 თებერვალს, რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა. დაიჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

"იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძოდ საბავშვო პოლიკლინიკა, საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შუშები და მსუბუქი ავტომობილები. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ყველა საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი". – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ კიპერი.

გარდა ამისა, კიპერის თქმით, ოკუპანტების იერიშის გამო, ოდესის რამდენიმე რაიონს ნაწილობრივ არ მიეწოდება ელექტროენერგია. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დენი გენერატორებიდან მიეწოდება.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები