რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს

საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს. ინფორმაციას Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა შეხვედრაზე მიიწვია იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირველ სამიტზე არ იყვნენ, მათ შორის, ნორვეგია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

17 თებერვალს გამართულ საგანგებო შეხვედრას ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერები დაესწრნენ.

შეხვედრის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების შესახებ მსჯელობა იყო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების განხორციელებაზე.

კომენტარები