რუსული რეჟიმი

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე გიორგი კეკელიძე დააკავეს.

თვითმხილველი მარიამ სილაგაძე ტაბულას უყვება, რომ მოქალაქე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მისი შვილი აქციებზე ხშირად დადიოდა და ადმინისტრაციული წესით, ერთხელ უკვე იყო დაკავებული.

თვითმხილველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, პოლიციელი ამბობს, რომ მოქალაქე "პოლიციელის წინააღმდეგობის" გამო დააკავეს. 

კომენტარები