პარტია ფედერალისტებმა სადამფუძნებლო ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე კი - თამარ ჩერგოლეიშვილი.
"ფედერალისტებმა დღეს სადამფუძნებლო ყრილობა გავმართეთ. ეს რიგით მეორე ყრილობაა, რადგან პარტიის პირველი წესდება აბსურდული ტექნიკური მიზეზებით საჯარო რეესტრმა დაგვიხარვეზა. შესაბამისად, ჩვენ მეორე ჯერზე შეგვაქვს ქართული ოცნების ანალოგიური წესდება და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკური მოტივია.
ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა თამარ ჩერგოლეიშვილი. პოლიტსაბჭოს წევრად კი აირჩია 22 კანდიდატი" - ნათქვამია პარტია ფედერალისტების განცხადებაში.
ფედერალისტების პოლიტსაბჭოს წევრები არიან:
- თამარ ჩერგოლეიშვილი
- მართა ქარდავა
- გიორგი სიხარულიძე
- ნინო თოდრია
- მარიკა ჯიჯეიშვილი
- თეა კოტუა
- ვახტანგ დარცმელიძე
- თამარა სუპატაშვილი
- ირინა კოტუა
- ამირან ძოწენიძე
- ვასილ მათითაიშვილი
- დიმიტრი კუტუბიძე
- ცოტნე პატარაია
- ვახტანგ კალოიანი
- გიორგი ნონიაშვილი
- ლიკა გახარია
- თენგიზ კირთაძე
- შალვა ჯავახია
- ელისო ფაჩუაშვილი
- ზურაბ სადათიერაშვილი
- ზურაბ ჩილინგარაშვილი
- გიორგი ახალაია