ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს, რომელსაც სულგრეძობა არ ყოფნის, რომ აპატიოს ქალს და სასიკვდილოდ წირავს
მზია ამაღლობელის საქმე
რეზო თაბუკაშვილი მზია ამაღლობელზე: ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს?
tbl.ge/72d9
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში მწერალი რეზო თაბუკაშვილი და ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
"მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება" - თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ
ამავე თემაზე
- SJC-მა მზია ამაღლობელის საქმეზე, სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება
- ბერლინში ქალი ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაზე აფგან მუხთარლი ამაღლობელის პლაკატით მივიდა
- მედიაკოალიცია: მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა
- ელჩი: ჩეხეთის საელჩო ამაღლობელის პროცესს დაესწრო - სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს