მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება.
რაც შეეხება შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან. თუმცა, არანაირი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ხო? ეს არის შესაბამისი უწყებები.
თუ ვინმეს უნდა, გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ არა თუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, პირიქით, ცდილობენ ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს, რა თქმა უნდა, არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ, სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი.