აშშ-ს სენატში წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები.
რეზოლუცია მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების წინააღმდეგ გაზრდილ საფრთხეებსა და თავისუფალი მედიის შეზღუდვის ხშირ შემთხვევებს განიხილავს.
პროექტში საქართველოს შემთხვევა - მზია ამაღლობელის დაკავება - ნახსენებია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, კუბა და ირანი.
რეზოლუციის პროექტი დაკავებული ჟურნალისტების შესაბამის ქვეყნებს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასევე, პროექტი აშშ-ს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს მედიის თავისუფლებისთვის ძალისხმევის გაზრდისკენ და სხვა ქვეყნებში დაკავებული ჟურნალისტების საქმეებზე გამჭირვალე გამოძიებების ხელის შეწყობისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის პროექტს დემოკრატიული პარტიის 8 სენატორი უჭერს მხარს.





