ეროვნული ბანკი

თურნავა: საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას და მიმზიდველობას ინვესტორებისთვის

ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ სტანდარდ ენდ ფუარსმა უცვლელად დატოვა ჩვენი რეიტინგი და განსაკუთრებით, პერსპექტივა, სტაბილური პერსპექტივა. და ეს დღესდღეობით არ არის ხშირი შემთხვევა მსოფლიოში, მართლაც გლობალური გამოწვევები მაღალ ნიშნულზეა და გაურკვევლობა სუფევს გეოპოლიტიკურად და რეგიონშიც, მათ შორის, და ასეთ დროს საქართველო ინარჩუნებს  სტაბილურობას და ინარჩუნებს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში არის ინდიკატორი ინვესტორებისთვის. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კვლავაც არის უსაფრთხო და მიმზიდველი ინვესტიციებისთვის. გვაქვს დაბალი ინფლაცია, თანმიმდევრულად მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პოლიტიკა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ასეთ დროს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ ზოგადად, მოწოდებით ვართ უფრო კონსერვატიული ინსტიტუცია, რომელიც ყველა რისკს უნდა ითვალისწინებდეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გლობალურ რისკებს. 

ამბობს ივანიშვილის პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის ახლადდანიშნული პრეზიდენტი ნათია თურნავა. 

კომენტარები