აქცია თბილისი მოლთან

მდინარაძე: არავის არ მოგვიკითხავს მაგისტრალების გადაკეტვის მუხლი, სანამ გადაკეტვა არ მოინდომეს

რაღაცაში ისინიც უნდა შევაქო, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგალითად არავის არ მოგვიკითხია ის მუხლი, მაგისტრალების გადაკეტვის. მთავრობას არც შეუხედავს იმ ბრძანებაში მანამ, ახლა ყველა ნორმას და ყველა დეტალს, ყველა ბრძანებას, ყველა კანონს, ყველა მუხლს ხომ არ აქცევ ყურადღებას ყოველთვის, სანამ მაგისტრალის გადაკეტვა არ მოინდომეს.

მანამდე არსად არც ბრძანებაში და არც კანონში ცვლილება არავის არ მოუფიქრებია. როგორც კი ახალი მავნებლობა მოიფიქრეს, სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი გასცა

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს, აქედან ხუთს ტვინის შერყევა აქვს

როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან. 

2 თებერვალს, თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს. 

თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც მითითებებს ადგილზე გასცემდა. 

კომენტარები