ქართული ოცნება

კობახიძე მედიაზე: საჭიროა ახალი რეგულაციები, სიცრუე და სიძულვილი ეროვნული გამოწვევაა

როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება, შეეხებოდეს ეს ცვლილება, არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები.

თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე მედიის შესახებ კანონის გამკაცრებაზე

ქართული ოცნება მედიებისთვის ახალი, რუსული კანონპროექტის მიღებას აპირებს - 5 თებერვალს ამ საკითხზე განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, რეჟიმი "ბრიტანული მოდელიდან" საკონონმდებლო დონეზე აპირებს "მედიის ობიქტურობისა" და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების განსაზღვრას.

კომენტარები