მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერთი ოქროს და ერთი ჩვეულებრივი პეიჯერი აჩუქა ისრაელის მიერ ლიბანში მოწყობილი "პეიჯერების ოპერაციის" სამახსოვროდ.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. ოპერაციის ფარგლებში ჰეზბოლას უკანა ეშელონის 3 000-მდე თანამდებობის პირი და წევრი დაიღუპა ან დაიჭრა.
ისრაელური მედია Channel 12-ის ინფორმაციით, საჩუქრის მიღების შემდეგ ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ "ეს დიდებული ოპერაცია იყო".
თავის მხრივ, ტრამპმა ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს გადაღებული მათი ერთობლივი ფოტო აჩუქა, წარწერით: "ბიბის, დიდებულ ლიდერს".