ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას კუთვნილ ნაგებობაზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), გაფრთხილების შემდეგ, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ჰეზბოლას კუთვნილ ნაგებობაზე იერიში მიიტანა.

იერიშამდე IDF-მა განაცხადა, რომ ჰეზბოლას ობიექტზე საჰაერო დარტყმას გეგმავდნენ და სამოქალაქო პირებს 300 მეტრის რადიუსის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

ლიბანური მედიის ცნობით, ძირითად იერიშამდე ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე გამაფრთხილებელი დარტყმა განხორციელდა, რის შემდეგაც გამანადგურებლებმა ნაგებობის სრულიად გასანადგურებლად უფრო მძიმე საბრძოლო შეიარაღება გამოიყენეს.

კომენტარები