Rheinmetall

ესპანეთში, RHEINMETALL-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

30 იანვარს, ესპანეთში, მურსიას რეგიონში, გერმანულ სამხედრო ქარხანაში Rheinmetall აფეთქება მოხდა. 

აფეთქების შედეგად დაშავდა 6 ქარხნის მუშა, მათ დაბეჟილობები და დამწვრობები მიიღეს. დაშავებულთა ნაწილი კვამლით მოიწამლა.

კონცერნი Rheinmetall მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი კომპანიაა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო კომპანია უკრაინას მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღებით ამარაგებს, სწორედ Rheinmetall-ისგან ყიდულობს გერმანია და სხვა ევროპის ქვეყნები ჭურვებს უკრაინისთვის.

აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

მიმდინარე წლის იანვარში NATO-მ დაადასტურა, რომ რუსეთი გერმანული კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპენგერის ლიკვიდაციას გეგმავდა

კომენტარები