გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კიმი ადასტურებს.
ვიტალი კიმის თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კერძო დაწესებულება გახდა.
"სამწუხაროდ, ნიკოლაევზე რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმებს ორი ქალი ემსხვერპლა. ისინი იმ კერძო დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, რომელიც რუსების სამიზნე გახდა". - წერს კიმი.
ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სიენკევიჩის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები კვების ინდუსტრიის კომპანიის შენობაზე მიიტანა.





