პარტია გახარია-საქართველოსთვის მზია ამაღლობელის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
"ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს მივმართავთ: მზია ამაღლობელი სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გვაცნობეთ. ასევე, მივმართავთ ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლებას: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელი და სინდისის ყველა პატიმარი, რომელიც დღეს ივანიშვილის მძევალია, უპირობოდ გათავისუფლდეს". - თქვა ხვედელიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა უსამართლო და არაპროპორციულია.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, ციხეში შიმშილობს.
-
პენიტენციური: ცილისწამებაა, თითქოს ამაღლობელის ჯანმრთელობა საფრთხეშია და მასზე არ ვზრუნავთ
- მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
- მზია ამაღლობელი: ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა
-
საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა





