ბარაკ ობამას შეთანხმება ირანთან იყო მარტივი, ლამაზი და შეუფერხებელი გზა ბირთვული იარაღისკენ - ირანს ეს იარაღი ექვსი წლის წინ უკვე ექნებოდა და დიდი ხნის წინ გამოიყენებდა კიდეც. ჩემი შეთანხმება ირანთან ზუსტად ამის საპირისპიროა - კედელი, რომელიც ბირთვულ იარაღს გამორიცხავს!
სინამდვილეში, მათ უკვე აღარც სურთ ბირთვული იარაღი და არც ექნებათ ის - არც შეძენის, არც შექმნის და არც რაიმე სხვა გზით მოპოვების საშუალებით. შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია იქნება.
ჩვენი ურთიერთობა ირანთან სრულიად განსხვავებული და უკეთესია, ვიდრე წინა ადმინისტრაციებს ჰქონდათ. ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მათ ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადა, მათ შორის 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით, ჩვენგან არანაირი თანხა არ გადაირიცხება.
შესაფერის დროს, როდესაც ყველაფერი მშვიდად იქნება, ჩვენ მივალთ და წამოვიღებთ "ბირთვულ მტვერს", რომელიც ღრმად არის დამარხული მტკიცე, ჩაძირულ გრანიტის მთებში, ჩვენი შესანიშნავი B-2 ბომბდამშენებისა და მათი ბრწყინვალე მფრინავების დამსახურებით. [ამ მტვერს] გავანეიტრალებთ და გავანადგურებთ - იქნება ეს ირანში თუ აშშ-ში.
ჩვენ მოუთმენლად ველით ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან თანამშრომლობას მრავალი წლის განმავლობაში. იმედია, ეს პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გვაქვს საბოლოო ალტერნატივა, რომლის გამოყენებაც, იმედია, აღარასოდეს გახდება საჭირო!




