მზია ამაღლობელის საქმე

იოსელიანი: მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს

დღეს, 27 იანვარს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შემდეგ, ლევან იოსელიანმა მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს.

"მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს. 12 იანვრიდან ის საკვებს არ იღებს [...] ჩვენ მისი განთავსების პირობები ვიცით - ამ პირობებთან დაკავშირებით, მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ქალბატონ მზიას არც ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებასა და მოპყრობაზე აქვს პრეტენზია. მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი რეგულარულად ხდება და კვლევები უტარდება. ექიმი მასთან დღეში სამჯერ შედის და ინფორმაციას იღებენ. 

ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ყველა ის დოკუმენტი ნახა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ პერიოდში შეადგინეს. ეს დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. ჩვენი წარმომადგენელი პენიტენციური სამსახურის ექიმსაც ესაუბრა, ვინც იქ იმყოფება და დამატებითი ინფორმაცია მისგანაც მიიღო". - თქვა ლევან იოსელიანმა.

მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს. 

22 იანვარს მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

კომენტარები