საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა მერიამ დროებით გათიშა და ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.
დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა - ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა და მომხდარს გამოძიება დაადგენს.





