20 იანვრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქზე, ყაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
იერიშის შედეგად აფეთქება მოხდა გორბუნოვის სახელობის ყაზანის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მედიების ნაწილი წერს, რომ დრონების სამიზნე იყო აეროდრომ ბორისოგლებსკის საწვავის რეზერვუარებიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თათრეთის თავზე ჩამოგდებულია ერთი უკრაინული დრონი. მოგვიანებით მედია Astra-მ გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ აფეთქებები ყაზანის სხვადასხვა ნაწილში მოხდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.





